გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
7006 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ტექნიკური შემოწმება 1592-მა ვერ გაიარა

7-02-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 7006 ავტოსატრნსპორტო საშუალებიდან ტექნიკური შემოწმება 1592-მა ვერ გაიარა.

ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.


მათი თქმით, ძირითადი დარღვევები იყო სამუხრუჭე სისტემა, გამონაბოლქვი, ფარების გაუმართაობა, საბურავები და საჭის მართვის მექანიზმი.


შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება უნდა გაევლო სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებს.


2018 წლის 1 ივლისიდან კი ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები.


2018 წლის 1 ოქტომბრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო გახდება მსუბუქი ავტომობილებისთვის, რომელთა ძრავის მოცულობა სამი ათას კუბური სანტიმეტრია ან აჭარბებს მას.


2019 წლიდან კი ტექნიკურ შემოწმებას ყველა ავტომობილი დაექვემდებარება.


მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარს შეადგენს, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების – 100 ლარია.


თუ მძღოლი დარღვევის შემთხვევაში ერთთვიან ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირისთვის კი ჯარიმა 200 ლარით განისაზღვრა. კომპანიასთან ერთად მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება.


ამჟამად საქართველოს მასშტაბით 24 ტესტირების ცენტრი და 35 ხაზი მოქმედებს. დაგეგმილია მათი რაოდენობის 115 გაზრდა.




pia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031