17-05-2019
სად ცხოვრობს, სად ისვენებს და რა ქონებას ფლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიხეილ სააკაშვილი?
ამ თემაზე რეპორტაჟი ამერიკაში მცხოვრებმა ჟურნალისტმა, სტენ გრუნსკიმ მოამზადა.
ფლორიდაში, ლინის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი ჟურნალისტი, რომელიც ამერიკის ხმისა და "ჩურრენტ თიმეს" - სთვის ამზადებს რეპორტაჟებს ამბობს, რომ მიხელ სააკაშვილმა მაიამიში ფეშენებელური აპარტამენტი ბიძასთან, თემურ ალასანიასთან კონსულტაციით შეიძინა.
მასალაში ნაჩვენებია საცხოვრებელი კომპლექსის ხედები ოკეანესა და ეზოს მხარეს.
გრუნსკის თქმით, ბინების ფასი ფლორიდაში მილიონ-ნახევარი დოლარიდან იწყება.
რეპორტაჟში ასევე საუბარია ექსპრეზიდენტის ყოველდღიურ კონტაქტზე ბიძასთან და ნაჩვენებია ძვირადღირებული სასტუმროები და მაღაზიები, სადაც, რეპორტიორის მტკიცებით, ყოფილი პრეზიდენტი ხშირად ჩნდება.