გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრჩიძე სააკაშვილს: მეორეკლასელი ოროსანი ბავშვის სტილში გაკეთებული თავის მართლებები საინტერესო არაა

20-05-2019

ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე ექსორეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ ფეისბუქ პოსტს ეხმიანება, სადაც სააკაშვილი ფლორიდაში ნაყიდი ბინის საკუთრების შესახებ აცხადებს და წერს, რომ ბინა ბიძამისისაა.

"მინდა მივმართო ე.წ. ბატონ სააკაშვილს, რომელმაც ეს პოსტი თავის გვერდზე დადო და ამით გვიმტკიცებს, რომ ფლორიდის ბინა მისი არ არის: ე.წ. ბატონო მიხეილ, მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია არა ფლორიდის ბინამ, არამედ თქვენი ოჯახის დამოკიდებულებამ იმ ქალბატონის მიმართ, რომლის ზუგდიდის მერად შემოტენვაც გსურდათ და არ გამოგივიდათ. ქალბატონი ქეთევანის ფრაზებით გამოჩნდა ყოფილი კანდიდატის ის თვისებები, რომელიც ღუღუნა ხმით ნამღერმა მეგრულმა სიმღერამ ვერ გადაფარა.

რაც შეეხება ფლორდაში ნაყიდი ბინის შესაძენი თანხების წარმომავლობას, ეს ნამდვილად არ არის საინტერესო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ნამდვილად არ იცის რუსულ სპეცსამსახურებში ხელფასების ოდენობა და არც ნიუ-იორკისა და ფლორიდის უძრავი ქონების ბაზრის ფასები აინტერესებთ.

ეგაა და ეგ და ამიტომ სულაც არ არის საინტერესო მეორეკლასელი ოროსანი ბავშვის სტილში გაკეთებული თავის მართლებები. მით უმეტეს, რომ უკვე დაგვიანებულია"-წერს გაბრიჩიძე საოციალურ ქსელში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031