გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ექსპროკურორმა გვარამიამ მშვენივრად იცის, თუ რამდენად მძიმეა სასჯელი ფულის გათეთრებაზე, თუკი ბრალდება დამტკიცდა

24-05-2019

პოლიტიკური ანალიტიკოსი და პიარკონსულტანტი გია აბაშიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაგეგმილ პარტნიორთა კრებას ეხმიანება.


"როგორც შევიტყვე, ხვალ, 25 მაისს, "რუსთავი2"-ის პარტნიორთა კრებაა დაგეგმილი.


ცნობილია, რომ ტელეკომპანიის 9 %-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ბრალდებები ნიკა გვარამიას მიერ ფულის გათეთრებას უკავშირდება.


არსებული კანონმდებლობით კი, ეს, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე. ასევე ცნობილია, რომ თუ ასეთ საქმეზე გენდირექტორს დაემუქრა ციხე, დღის წესრიგში დგება კომპანიის მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხიც...


მაღალი ალბათობით, პარტნიორთა კრებაზე ნიკა გვარამიას თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილება. შესაძლოა, ტელეკომპანიის მფლობელები მას გაემიჯნონ. ანუ დადგება შეკითხვა - განეშორები გვარამიასა? პასუხად, სავარაუდოდ - განვეშორები! და სამჯერ თანდაყოლილი "ფუი ეშმაკს!"


ექს-პროკურორმა გვარამიამ მშვენივრად იცის თუ რამდენად მძიმეა სასჯელი ფულის გათეთრებაზე თუკი ბრალდება დამტკიცდა.


რატომ ჩაიდინა ეს? მიზეზი მარტივია - ამოცანაა ფინანსებისაგან დაცლილი ტელეკომპანია ადრე თუ გვიან დახვდეს ქიბარ ხალვაშს...


დაველოდოთ ხვალინდელ სავარაუდო 'განვეშორების' შეძახილს "ერორის" პარტნიორთა კრებაზე", - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031