გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად ძიძიგური: სააკაშვილს სანდრა რულოვსი იმიტომ არ დაუყენებია, რომ ზუგდიდს კარგი მერი ჰყოლოდა, მას იქაურობა პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად უნდა

24-05-2019

“მიხეილ სააკაშვილს სანდრა რულოვსი ზუგდიდში იმიტომ არ დაუყენებია, რომ ზუგდიდს კარგი მერი ჰყოლოდა მისი გამარჯვების შემთხვევაში, მას იქაურობა უნდა პოლიტიკური ავანტიურების პოლიგონად და ამიტომ გააკეთა ეს. სხვა დატვირთვა ამას არ ჰქონდა“ - განაცხადა „ტვ პირველის“ თოქშოუში „პირველები“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა. 

მისი თქმით, იყო საუბარი სხვა კანდიდატებზეც, მაგრამ სააკაშვილის გეგმებში ეს არ შედის. 

„იყო სხვა კანდიდატებზეც საუბარი, რომლის დაყენებაც შეიძლებოდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ასეთი გეგმები. რულოვსი იმიტომ დააყენა, რომ იმ 43%-ში, რომელზეც თქვენ საუბრობდით არავინ მეწილედ არ გაიყვანა თავისი პარტიიდანაც კი. მაგალითად ნიკა მელია. მელიას შეეძლო ეთქვა, რომ მას ამ პროცენტებში აქვს წილი. მელია ვერ მოუგებდა ჩვენს კანდიდატს, მაგრამ სხვა შედეგი იქნებოდა. მელია ზუგდიდელია, ნათესავები ჰყავს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930