გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა არეშიძე: პოლიტიკური ძალები დავით გარეჯან დაკავშირებით ქვეყნისთვის სახიფათო განცხადებებს აკეთებენ

29-05-2019

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა და სხვა ოპოზიციური ძალები ქვეყნისთვის სახიფათო განცხადებებს აკეთებენ. 

„ფაქტია, რომ მავანი ცდილობს მუდმივად გამოიყენოს სიტუაცია პოლიტიკური ქულების დასაწერად და ამ კონტექსტით საკმაოდ სახიფათო განცხადებებს აკეთებს. ეს პოლიტიკური ძალები, ამას ისე საზოგადოდ არ აკეთებენ, ავტორები არიან. ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომელიც სახიფათოა ქვეყნის სამხედრო დაპირისპირებაში ჩათრევის თვალსაზრისით - განაცხადა მამუკა არეშიძემ თოქშოუში „პირისპირ“.

მისი თქმით, სოციალურ ქსელში, რომელიც დღეს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მმართველია ჩანს ფეიკები, ბოტები ის ადამიანები, რომლებიც ადრე იმავე სახელწოდებით კონკრეტული ოპოზიციური ძალის პოზიციას იცავდნენ. 

მამუკა არეშიძე ეთანხმება მამა ანდრია ჯაღმაიძეს, რომლიც აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებულ პროცესებში მესამე ძალა მონაწილეობს. 

„როგორც ყოველთვის, როგორც კი კრიტიკული სიტუაცია იქმნება ქვეყანაში, აუცილებლად ჩნდება რაღაც ძალა, რომელიც ცდილობს კიდევ უფრო გაართულოს და დაძაბოს” - აცხადებს მამუკა არეშიძე 

მისი თქმით, მთავარია პრობლემის მოგვარება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის გზებზეა სასაუბრო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930