გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რადიოქალაქის პროექტის განსახორციელებლად აუქციონი გამოცხადდა

29-05-2019

მუხიანში, რადიოქარხნის ტერიტორიაზე სარეკრეაციო-ახალგაზრდული სივრცის მოსაწყობად აუქციონი დღეს გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

კახა კალაძის განცხადებით, კონცეფციის შესამუშვებლად მერიას დაქირავებული ჰყავდა კომპანია „კოლიერსი“, რომელთან ერთადაც შემუშავდა კონცეფცია და პროექტი. 

„პროექტის განსახორციელებლად ინვესტიციის მოცულობა 20 მლნ ლარზე მეტი იქნება. ჩვენ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გვქონდა, რომელთაც ამ პროექტთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა წარვუდგინეთ. დარწმუნებული ვართ, მათი მხრიდან ინტერესი ძალიან დიდი იქნება და ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის განხორციელებას დაახლოებით 4 წელი დასჭირდა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031