გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში, ჭილაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა

1-06-2019

თბილისში, ჭილაძის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ფაქტზე „ყაზტრანსგაზი“ განცხადებას ავრცელებს. 

გუშინ ჭილაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ღიად დატოვებული გაზქურის ონკანის გამო ერთ-ერთი ბინა აფეთქებას გადაურჩა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი და მათ მცირე დამწვრობა მიიღეს.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ კორბუსში სუნი იდგა და მათ ხმაურისა და კივილის ხმა გაიგონეს.

"თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. სავარაუდოდ ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის ერთერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქების მიზეზი. აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 18:41 წუთზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი რომლერბდაც სუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მგომარეობაში და უყურადღებოდ. ამით საფრთხეს უქმნით თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლე" - ნათქვამია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930