გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში კოღოების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებები დაიწყო

3-06-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში - სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ტრანსმისიული დაავადებების გადამტანების - კოღოების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებები დაიწყო.


დასახლებული პუნქტები საღამოს საათებში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება, ხოლო წყალსატევები და დაჭაობებული ადგილები (მწერების კვერცხდების ადგილები) ბიოლოგიური პრეპარატით, რომელიც უსაფრთხოა ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის, თევზებისთვის და გარემოსათვის. სულ 2000 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდება.


დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031