გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაშველებმა მტკვრიდან 35 წლის მამაკაცი ამოიყვანეს

3-06-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - „112“-ის ინფორმაციით, ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში,მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ადამიანი იმყოფებოდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვისსამსახურის წყალზე მაშველთა ჯგუფი.

წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 35 წლის მამაკაცი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. ოპერაციაში ჩართული იყოწყალზე სამაშველო ტექნიკაც.

მამაკაცი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031