3-06-2019
ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადწვეტელებასთან დაკავშირებით მოკლული მოზარდების მშობლები აღნიშნავენ, რომ ეს არის ნაბიჯი სამართლიანობისაკენ. მთელი საზოგადოება ელის საქმის საბოლოო დასრულებას. უდავოდ კარგი იქნება თუ შეწყდება პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კომპენტეცია არ არის სასამართლოს განაჩენის შეფასება თუ განხილვა. აღსრულება კი ბატონო სწორედ მათი ვალდებულებაა. რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს მართლაც უნდა შეწყვიტონ ასეთი მგრძნობიარე საკითხით პოლიტიკური დივიდენდების მიღება. რაც შეეხება გამოძიებას უნდა გაგრძელდეს მანამ სანამ მოკლული მოზარდებისა და საზოგადოების კითხვებს არ გაეცემა ამომწურავი პასუხი.“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.