გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თემურ მურღულია: ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან დაკავშირებით იმაზე მეტი პოზიტიური სიახლე გველის, ვიდრე პროექტის პრეზენტირებისას იყო წარმოდგენილი

3-06-2019

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის ხელმძღვანელი, თემურ მურღულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევას, რომელიც ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს შეეხება, სოციალური ქსელით ეხმაურება.

თემურ მურღულიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის პროექტის I ფაზის დასრულების მოახლოება რომ სხვადასხვა ძალებში დიდ უკმაყოფილებას და შეშფოთებას იწვევს, სულ მცირე, აქ არავის არ გაკვირვებთ. 

დღეს აღმოვაჩინე, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო-ს ფრიად საინტერესო დასკვნები დაუდევს და რომ არა IPN-ზე მათი გათავსება, იქ მოყვანილი გარემოებების ფაქტობრივი ღირებულებიდან გამომდინარე, კომენტარით არც კი შეგაწუხებდით.

პირველი - ჯერ არ აშენებულ უნივერსიტეტს რექტორი დაუნიშნეს და ხელფასს აძლევენო. სწრაფად გამოვტოვებ იმ ფაქტს, რომ მინისტრის მოადგილეობისას, ბევრი ინსინუაციის მიუხედავად, ამ პოზიციის ხელფასს არ ვიღებდი და პირდაპირ გადავალ მთავარზე - ამ ორგანიზაციის ანალიტიკოსები მართლა თვლიან, რომ უნივერსიტეტის აკადემიური მზაობისათვის სამუშაოები მისი შენობების აშენების მომენტიდან იწყება? სხვა რესურსი თუ ვერ ნახეს (როგორც თვითონ ამბობენ), სულ მცირე რექტორის მ.შ-ს ვინაობა ცოდნიათ და ან ჩემს კედელზე, ან ჩემგან არაერთხელ მინათითებ უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე ვერ მიაგნეს ვერაფერს გერმანელ პარტნიორებთან უნივერსიტეტის მოდელზე და პროგამებზე ყოველდღიურ და ინტენსიურ მუშაობაზე?

ასევე, ვთავაზობ "საერთაშორისო გამჭვირვალობას" საჯაროდ დადოს ოფიციალურ მისამართზე გამოგზავნილი წერილის ჩაუბარებლობისა და უკან დაბრუნების დასტური. რადგან ნამდვილად ამ მისამართზე ვართ და არც არაფერი მიგვიღია. რაც შეეხება, იმას რომ ელექტრონული საშუალებებითაც ვერ დაგვიკავშირდნენ - განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ფეისბუქ გვერდის მესინჯერში მშვენიერი მიმოწერა გვაქვს ამ ორგანიზაციის თანამშრომლებთან ჯერ კიდევ 10 მაისიდან. :)

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო და თავიც არ შეგაწყინოთ, უნივერსიტეტი შენდება. ვისაც ამის მეათედი მასშტაბის პროექტის განხორციელებაში მაინც მიუღია მონაწილეობა, მიხვდება რამდენი დეტალისა და გამოწვევისაგან "იკრიბება" წარმატება. მალე უნივერსიტეტის გეგმების შესახებ მთელი საზოგადოება მოისმენს. იმაზე მეტი და პოზიტიური სიახლე გველის, ვიდრე პროექტის პრეზენტირებისას იყო წარმოდგენილი. ჩვენ გეგმიურად დათანმიმდევრულად გაწვდით ინფორმაციას პროგრესზე, ხოლო თქვენ თავად მშვენივრად იცით, ვინ ამბობს სიმართლეს და ვინ არა“-წერს თემურ მურღულია სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930