გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო კახაძე: ბოდიშს ვუხდი მაყურებელს, რომ ამ დებატებში მონაწილეობით „ნაციონალური მოძრაობის“ გათეთრებაში ვიღებ მონაწილეობას

7-06-2019

ბოდიშს მოვუხდი ჩემს მაყურებელს, რადგან ამ დებატებში მონაწილეობით „ნაციონალური მოძრაობის“ გათეთრებაში ვიღებ მონაწილეობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძემ ოპონენტთან შალვა შავგულიძესთან გამართულ დებატებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შუალედური არჩევნები არა მხოლოდ მაჟორიტარის არჩევა, არამედ პოლიტიკური დაპირისპირების საკითხიც არის.

„ჩემს მსმენელს და მაყურებელს დიდ მადლობას ვწირავ და ბოდიშსაც მოვუხდი. რომ არა მათი პატივისცემა, მე დღეს დებატებში მონაწილეობას არ მივიღებდი იმიტომ, რომ ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ გათეთრებაში ვღებულობ მონაწილეობას და ვცნობ, როგორც ძალას. ეს ჩემთვის არის მხოლოდ და მხოლოდ იძულებითი ნაბიჯი, რომ დებატებს თავისი ფორმა და შინაარსი არ დავუკარგო. შალვას კი თავის ნებით აქვს არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ გათეთრება. ამიტომ ეს ჩვენი შერკინება არის არა ორი მაჟორიტარის, არამედ პოლიტიკური დაპირისპირების საკმაოდ დიდი და მწვავე საკითხიც, რომელიც სცილდება იმ მაჟორიტარის ფუნქციას,“ - განაცხადა ლადო კახაძემ.

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების პოლიტიკურ ველზე ყოფნა სხვა პოლიტიკურ ძალებსაც სვრის.

„ყოველი ახალი წუთი და წამი ამ პოლიტიკური ძალის ველზე ყოფნისა, სვრის დანარჩენ პოლიტიკურ ძალებსაც და მათი ასოცირება ნებისმიერ ოპონენტთან, მათ ულახავს იმიჯს. მე ძალიან გამიკვირდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მილოცვა დიდი ენთუზიაზმით მიიღო ჩემმა ოპონენტმა. ე.ი. ის აღიარებს იმ ადამიანის პოლიტიკურ ველზე გატარებულ დროს და დადებითად აფასებს,“ - აღნიშნა კახაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930