გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახაძე: შალვა შავგულიძე ამბობს, რომ მურუსიძე ცუდია, მაგრამ არ ამბობს, ვინ შექმნა მურუსიძე, რაც მსმენელისთვის მიუღებელია მისი, როგორც მაღალი რანგის იურისტის მხრიდან

7-06-2019

"თქვენ ამ ძალას წარმოადგენთ, რომელსაც შეეძლო, შეეცვალა და ნებისმიერი კოდექსიდან ამოეღო ნებისმიერი მუხლი, რომელიც მათ შემდგომ მოქმედებას გაამართლებდა. თქვენ იმ ძალის წარმომადგენელი ხართ, ხაზს ვუსვამ, „ნაციონალური მოძრაობის“, რომელმაც კანონს უკუქმედების ძალა შესძინა, რითაც ჩადენილი დანაშაულის გათეთრება მეორე დღესვე ხდებოდა. ეს საკუთარ თავზე გამოცდილი მაქვს მეც, ჩემს მეგობრებსაც და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობასაც“, – ამის შესახებ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საარჩევნო დებატები“ განაცხადა.


დებატებში მონაწილე ოპონენტის, შალვა შავგულიძის შეკითხვაზე, ემსახურება თუ არა ქვეყანაში სამართლის დამკვიდრების მიზანს გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეთა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა და მათთვის სასამართლო ხელისუფლების ჩაბარება, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ლადო კახაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გათავისუფლებამ შედეგი გამოიღო.


„სასამართლოს გათავისუფლებამ შემდეგი შედეგი გამოიღო – ზაზა სარალიძის უბედურების დროს საქართველოს სასამართლოს პირველივე ინსტანციამ არ მიიღო პროკურატურის შეთავაზება და არ წავიდა იმ ყაიდაზე, რაც თქვენი ხელისუფლების დროს ხდებოდა, როცა პროკურატურა სასამართლო ხელისუფალს თავის ჭკუაზე ატარებდა. სააპელაციო სასამართლომ კიდევ უფრო გაამკაცრა და საქმე სრული ჭეშმარიტების გზაზე მოატრიალა. ეს გააკეთა ამ სასამართლო ხელისუფლებამ, რომელსაც სტრასბურგი არ დასჭირვებია და არც იმდენი დრო დასჭირვებია, რამდენიც მაშინ სჭირდებოდა, როცა ხუთი, თუ ექვსი წელიწადი სად და სად არ დადიოდით. გაწეული შრომისთვის დიდი მადლობა. ამას არასოდეს დაგიკარგავთ, მაგრამ თქვენი ქმედებით იმას ეწინააღმდეგებით, რასაც ახლა მე მელაპარაკებით. თქვენი გამარჯვების შემთხვევაში, ბოკერიას და სააკაშვილის სისტემა ელოდება სასამართლო ხელისუფლების წნეხის ქვეშ მოქცევას. იმ პოლიტიკური ძალისგან, თქვენნაირი ადამიანებისგან გათავისუფლების შემთხვევაში კი, სასამართლო ხელისუფლება ადამიანის სამსახურში ჩადგება“, – განაცხადა კახაძემ.


როგორც კახაძემ აღნიშნა, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ მურუსიძე ცუდია, მაგრამ არ ამბობს, ვინ შექმნა მურუსიძე, რაც მსმენელისთვის მიუღებელია მისი, როგორც მაღალი რანგის იურისტის მხრიდან.


„თქვენ ამბობთ, რომ მურუსიძე ცუდია, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ დაგცდენიათ, ვინ დააავადა და შექმნა მურუსიძე, ვინ შექმნა ეს სისტემა და ვინ დაანგრია, ვინ მოსპო სამართალი და ვინ გადააქცია ის ხელის ბიჭად“, – განაცხადა კახაძემ.


მისი თქმით, გულდასაწყვეტია ფაქტი, როცა ასეთი მაღალი რანგის პროფესიონალი ამბობს, რომ ამ ძალასთან თავისი ნებით წავიდა.

„ესე იგი, რას ფიქრობთ?! თქვენ გინდათ, თქვენი სახელით გაათეთროთ ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, კაცი მოკლან და დამარხონ, მოსამართლეს ვერდიქტი გამოატანინონ, სამელნეშიმელნის მაგივრად სისხლი ჩაუსხან და მერე მისივე დაწერილზეწამოაგონ?! ისინი არიან კარგები?! მიხეილ სააკაშვილია კარგი და ბოკერია-ადეიშვილი?!“, – განაცხადა კახაძემ.


ლადო კახაძემ ასევე განაცხადა, რომ შალვა შავგულიძე ხალხს სწორედ ამას ეუბნება, რაც მისთვის, როგორც უბრალო მოკვდავისათვის, გაუგებარია.

„ამიტომ, თქვენ გააგებინეთ ხალხს. თავი მათთან გაქვთ გასამართლებელი, ჩემთან კი არა?! ჩვენ არასოდეს შეგვეცვლება ის ურთიერთობა, რაც გვქონდა. ჩვენ ბოლომდე ურთიერთობის ამ ფორმაში ვიქნებით, მაგრამ მოსახლეობასთან უნდა ვიყოთ მართლები, იმათ შვილებთან და შვილიშვილებთან, ვისაც კარგ, ბედნიერ მომავალს ვპირდებით; საქართველოს მოქალაქე ვერასოდეს ენდობა კანონის ხელახლა დამწერს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930