გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ბუხრაძე: ლილოში მდებარე ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრში ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია

7-06-2019

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე, ლილოში მდებარე ე.წ. "ჩინური ქალაქის" ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის ადგილზე იმყოფება, სადაც მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:


"ლილოში მდებარე ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრში ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო ავტომანქანა. ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოვაჭრეებმა ხელი არ შეგვიშალონ სამუშაოების შესრულებაში. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 187-ე მუხლით. ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031