გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სულხან მახათაძე: 2012 წლამდე დაშინებულ-დაშანტაჟებული მაღაროელები ხმას ვერ იღებდნენ. ამ ადამიანებს დღეს მიეცათ თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა

7-06-2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, სულხან მახათაძე, ჭიათურის საკითხს ეხმიანებს.


„მისასალმებელია, რომ დღეს დებატების ფონზე მიმდინარეობს ჭიათურის თემის განხილვა და ის მოვლენები რომელიც მიმდინარეობდა მე ვუსმენ ძალიან ბევრ სპეკულაციებს და ზედაპირულად ადამიანები რომელიც უყურებდა მთელ ამ მიმდინარე მოვლენებს დღეს აქ გამოდიან და გულზე ჯიღის რტყმევით თითქოს ამ ხალხის ბედი დიდად ანაღვლებდათ თუნდაც ამდენი წლების განმავლობაში ბატონი რომანი ამბობს რომ თაღლითობაზე საუბრობს და თაღლითობა იყო მაშინ მინდა ბატონებს ვკითხო როდის შემოიყვანეთ ეს კომპანია ინვესტორი და რა ვალდებულებები გვქონდა თავის დროზე აღებული და რა ვალდებულებებით მოვიდა დღემდე , თაღლითობა იყო ის რომ 2006 წელს გააკოტრეთ ჭიათურის მანგანუმი და 125 მილიონად გაყიდეთ თუ არ ვცდები ზესტაფონის ფერო ჭიათურის მანგანუმი და ვარციხე ჰესი და დღეს საუბრობთ ეკოლოგიაზე სადაც თქვენ არანაირი ვალდებულება ამ კომპანიისთვის ამ პერიოდის განმავლობაში არ ჩაგიდიათ, რაც შეეხება მაღაროელების თემას სად იყავით ბატონებო მაშინ როდესაც 2012 წლამდე ხმას ვერ იღებდნენ დაშინებულები დაშანტაჟებულები და ამ ადამიანებს დღეს მიეცათ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა და 2012 წლიდან დღემდე უამრავი გაფიცვები იყო ჭიათურაში და ერთი მათგანი არ მახსოვს ან ფიზიკური ან სიტყვიერი სოლიდარობა გამოგეცხადებინათ მათთვის, დიახ ქალბატონი ნათია იყო ჩართული ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველა ამ გაფიცვაში მონაწილეობას ვღებულობდით და მედიაციის როლს ვთამაშობდი კომპანიასა და ხალხს შორის ძალიან კარგად მახსოვს თუნდაც რომ აქ იყო საუბარი რომ ბავშვები გამოვიდნენ გარეთ დიახ გამოვიდნენ და მთელმა ქალაქმა სოლიდარობა გამოხატა მაგრამ გადაწყვეტილებაში მოგვეხმარა მთავრობა, ხელისუფლება და ქალბატონი ნათია, ეს ძალიან კარგად ვიცი და თქვენ აქ ზედაპირულად საუბრობთ მარტო ისიც ძალიან კარგად ვიცი რომ ბოლო დღეების განმავლობაში კომპანიასა და დასაქმებულებს შორის გაგვიჭირდა მოლაპარაკება და გარკვეულ კონსესუს ვერ მივაღწიეთ და ამიტომ გახდა მთავრობის ჩართულობა საჭირო 2012 წლიდან დღემდე თუ კი ეს პროცესი უმართავი ხდებოდა ყოველთვის მთავრობის მხარდაჭერით და გვერდში დგომით იყო მიღწეული", - განაცხადა სულხან მახათაძემ.


"მე მინდა, ქალბატონო ნათია, გითხრათ, რომ მე მესმის რომ შუალედური არჩევნები იყო 2019 წელს მერის და 2020 წლის არჩევნები მოდის და აქ დიდი ოვაციებით უნდათ რომ თითქოს ამ ქალაქის მიმართ დიდი გულშემატკივრობას გამოხატავენ ზოგიერთები, მე მინდა გითხრათ რომ ჩვენმა ქალაქმა სოლიდარობის მაგალითი აჩვენა და ისიც ძალიან კარგად აჩვენა რომ რეალურად პრობლემის გადაჭრის გზები სად არის და როგორ არის , უბრალოდ მე მინდა გთხოვოთ ახლა თქვენ ვინაიდან მთელი ეს პრეისტორია გვიჩვენებს რომ სანამ არ მივა დაძაბულობის პიკი, გაფიცვამდე სანამ ქუჩაში არ გამოდის ხალხი მანამდე ვერ ხერხდება კომპანიასთან და ამ დასაქმებულებს შორის ურთიერთ შეთანხმება ,მიუხედავად ჩვენი ჩართულობისა მიუხედავად პროფკავშირების ჩართულობისა საჭირო ხდება ბოლოს მაინც მთავრობის ჩართულობა, თქვენ თუ რაიმე ბერკეტს ხედავთ იმაში ან როლი ეკონომიკის სამინისტროსი როგორი იქნება მომავალში იმისათვის რომ აღარ მივიდეთ პროტესტის უკიდურეს ზომამდე და გარკვეული პრევენციული ღონისძიებები მანამდე იყოს გატარებული რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს პროცესი წავიდეს დინამიური განვითარების გზით და არა ქუჩაში ხალხის გამოსვლით და შიმშილობით, მადლობა", - განაცხადა სულხან მახათაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930