გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცხინვალში ლეგიტიმაციის მცდელობად აფასებს

9-06-2019

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც უკრაინა გმობს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს.


განცხადების მიხედვით, უკრაინის საგარეო უწყება არ ცნობს 2019 წლის 9 ივნისის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.


უკრაინა ამ ნაბიჯს რუსეთის მორიგ მცდელობად მიიჩნევს, რომელიც ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიტუაციის ლეგიტიმაციისკენაა მიმართული.


უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ მშვიდობიან ნაბიჯებს, რომელთა მიზანიც ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის აღდგენაა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930