გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შუალედური არჩევნების მეორე ტურში ლადო კახაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა

10-06-2019

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 9 ივნისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.

საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, რომლებმაც გამოიჩინეს სამოქალაქო აქტიურობა, მივიდნენ არჩევნებზე და მოიხადეს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. 

„მადლობა მინდა ასევე გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის, ვინაიდან მათ შექმნეს ყველა პირობა იმისათვის, რომ ამომრჩევლებს საკუთარი უფლების რეალიზება მოეხდინათ. მადლობას ვუხდი იმ ჩართულ მხარეებსაც, რომლებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს და საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და შეუფერხებლად წარმართვას შეუწყვეს ხელი“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

რაც შეეხება წინასწარ შედეგებს, იქიდან გამომდინარე, რომ იყო ერთი ბიულეტენი და მასში მხოლოდ ორი კანდიდატი, ხმის დათვლის პროცესი სწრაფად წარიმართა. ამ დროისათვის ყველა შემაჯამებელი ოქმი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - results.cec.gov.ge. ოქმები დაუყოვნებლივ აიტვირთა ცესკოს ვებ-გვერდზე, ამავდროულად უკვე 22:30 სთ-იდან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ლაივ“ რეჟიმში დაიწყო წინასწარი შედეგების გაშვება.

პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები 31-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით შემდეგია:

№13 შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“) - 38,17% (6 630 ხმა)

№41 ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 61,83% (10 738 ხმა).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930