გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის სხდომათა დარბაზში გია ვოლსკი და გიგა ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

11-06-2019

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაურია.


ერთმანეთს სიტყვიერად ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერიგიგა ბოკერია დაუპირისპირდნენ. ინციდენტი გია ვოლსკის სიტყვით გამოსვლისას მოხდა, რა დროსაც გიგა ბოკერიამ რეპლიკა წარმოთქვა.


„შე ყეყეჩო ადამიანო შენა, გიგა ბოკერია“- ამ რეპლიკით მიმართა გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას. მანამდე ვოლკსიმ პარალმენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისგან განსხვავებით მამაკაცი კასტილით არ გაუუპატიურებია, ახალგაზრდა ქუჩაში არ მოუკლავს და არ უწამებია.


ვოლსკის ამ განცხადებას ადგილიდან გიგა ბოკერიამ რეპლიკებით უპასუხა. ბოკერიამ ვოლსკის „ცეკას“ ინსტრუქტრორი და ვიგინდირა უწოდა. სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.


ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.



https://www.interpressnews.ge/ka/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930