გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაიკლ პომპეო: ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან პარტნიორობით

11-06-2019

საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით - საბჭოთა კომუნიზმის რეჟიმში ყოფის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილების შემდეგ - ცხადყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას და ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პარტნიორობით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პრემიერ-მინისტრს აშშ-თან კარგი მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა საქართველოს დასავლური განვითარების მხარდასაჭერად. 

“ვამაყობთ, რომ ქვეყნის ჯეროვანი პარტნიორები ვართ. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა დავიცვათ ის ძნელად მოპოვებული მიღწევების დაკარგვის რისკისგან და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველომ მტკიცედ დასავლური განვითარება გააგრძელოს.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობა გვერდით დგომისთვის, ჩემთან და ჩვენს გუნდთან შეხვედრისთვის. მადლობას მოგახსენებთ თქვენ და საქართველოს აშშ-სთან კარგი მეგობრობისა და პარტნიორობისთვის”, - მიმართა მაიკლ პომპეომ მამუკა ბახტაძეს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930