გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: შემიძლია განვაცხადო, რომ აშშ-ში ვიზიტი იყო და არის ძალიან მნიშვნელობანი და წარმატებული

11-06-2019

შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ვიზიტი იყო და არის ძალიან მნიშვნელობანი და წარმატებული, რომელიც ჩვენს ქვეყანას კონკრეტულ შედეგებს მოუტანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა..

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო-აშშ-ს პარტნიორობაში ახალი დღის წესრიგი ყალიბდება,რომელიც ემყარება უსაფრთხოებას,მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობას და საერთო ფასეულობების დაცვას.

„დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენს გვერდით. დღეს და კონკრეტულად ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს ურთიერთობები იმყოფება ყველაზე მაღალ ნიშნულზე პრეზიდენტს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და ეს არის კონკრეტული შედეგი. ჩვენ რეფორმების პარალელურად, უსაფრთხოების პარალელურად სადაც ჩვენი მთავარი მიზანია ნატოში ინტეგრაცია, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. ვინაიდან ეს არის ამავე დროს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია. ჩვენ გვსურს მივიღოთ უფრო მეტი ინვესტიციები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები, ვიყოთ უფრო ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და შევძლოთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს განსაკუთრებული როლი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930