გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად

18-06-2019

დავით სერგეენკო პემიერ- მინისტრის მრჩევლის პოსტს დაიკავებს. 

ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად და ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის ადგილს,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ - მინისტრმა დავით სერგეენკოს მადლობა გადაუხადა და მისი მინისტრობის დროს გატარებული რეფორმებიც შეაფასა.

„მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფერო და ის რეფორმები, რაც გაატარა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა 2012 წლიდან არის განსაკუთრებით საამაყო და ყველაზე მნიშვნელოვანი. უმთავრესი ცვლილება რაც ჩვენმა გუნდმა მოიტანა გახლავთ ის, რომ მთავრობის ყველა რეფორმა მორგებულია ადამიანზე. ყველას კარგად გახსოვთ რა სისტემა ჩავიბარეთ 2012 წელს და ხედავთ რა მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს დღეს. ბუნებრივია ეს წარმატება უკავშირდება ქართულ ოცნებას, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და დავით სერგეენკოს - ადამიანს, რომელმაც შეძლო ამ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. განსაკუთრებით მსურს გამოვყო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რომელმაც საქართველოში სრულიად განსხვავებული სტანდარტი დაამკვიდრა. იმის მიუხედავათ, რომ ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური გამოწვევები, სიდუხჭირე ჯანდაცვის სტანდარტი იზრდება წლიდან წლამდე და მოქალაქეების ხელმისაწვდომობაც ჯანდაცვის სერვისებზე. ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელმაც გზა გაუხსნა სხვა რეფორმებს. მინდა გამოვყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, სადაც ჩვენ როგორც ქვეყანას, შეგვიძლია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გავხდეთ, რომელიც დაამარცხებს c ჰეპატიტს. დათო სერგეენკოს აქვს უზარმაზარი წვლილი ამ წარმატებებში და მე მას განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი,"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930