20-06-2019
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა.
„ძალიან მძიმე სანახავი იყო რაც მოხდა პარლამენტში. კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი. აუცილებლად უნდა დადგეს ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი... რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენიის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და მითუმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე? დროული პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას!”, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.