20-06-2019
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გავრილოვის მიერ პარლამენტის თავჯდომარის სკამის დაკავებამ პარლამენტარების ნაწილში დიდი პროტესტი გამოიწვია.
ამ თემას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი ეხმაურება.
„პარლამენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მინდა ჩემი პოზიცია მოკლედ გამოვხატო, ეს იყო სამარცხვინო სანახავი!!! ვფიქრობ, ყველამ ერთად პოზიციამ, ოპოზიციამ, ეკლესიამ, ყველამ ერთად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი ერთიანი პოზიცია და ხედვა, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს 20% ოკუპირებულია. საქართველოს არცერთი მოქალაქე ამას არასდროს შეეგუება“,- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.