გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სხდომათა დარბაზში ადგილი ჰქონდა იმპროვიზაციას

20-06-2019

"არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. იყო გავრცელებული ერთ-ერთი ცნობილი ტელევიზიით, სადაც თითქოს დაფიქსირებული იყო ის, რომ თითქოს მას, ასამბლეის პრეზიდენტს უნდა წაეყვანა რომელიმე ნაწილი სხდომის, რაც არის ტყუილი. ასეთი რამ ამ დოკუმენტში არ იყო დაფიქსირებული. ანუ მარტივ ტყუილზეა ამ შემთხვევაში საუბარი. პირიქით, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, დარიგებული იყო დღის წესრიგი, სადაც ფიქსირდებოდა ერთადერთი მოდერატორის სახელი და გვარი, ეს იყო ბერძენი გენერალური მდივანი საპარლამენტო ასამბლეის"-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარენ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო შეთანხმებული და უნდა მიცემოდა, შესაბამისი როლი კიდევ ერთ ბერძენს, ეს იყო დამფუძნებელი პრეზიდენტი ამ საპარლამენტო ასამბლეის.

"ეს იყო გათვალისწინებული. მე როცა ვამბობ, რომ ყველა დეტალი იყო გავლილი, მათ შორის, ესეც მოიაზრებოდა, ანუ დღევანდელი პროცესიც მოიაზრებოდა ამ ყველაფერში. აქ, თვითონ სხდომათა დარბაზში ადგილი ჰქონდა იმპროვიზაციას და იქ იყო ხარვეზი დაშვებული. ხარვეზზე როცა ვსაუბრობ, არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში რუსეთის დუმის წარმომადგენელზე, ედს იყო ჩვენი ხარვეზი. როდესაც რეაგირება.. თქვენ გახსოვთ, რომ რეაგირება მყისიერი იყო, მათ შორის, უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან. მე სამწუხაროდ იმ მომენტში არ ვიყავი ადგილზე, აზერბაიჯანში მოვფრინავდი და ამიტომ არ მქონდა მყისიერად, საჯაროდ რეაგირების საშუალება, მაგრამ თუ გახსოვთ თქვენ, პირველი რეაქცია პოლიტიკოსებიდან ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის რეაქცია, ამას მოჰყვა უმრავლესობის ლიდერის რეაქცია, ეს რეაქცია იყო მყისიერი. უბრალოდ, ხარვეზი გაიპარა იქ, როდესაც მყისიერი რეაგირება არ მოხდა უშუალოდ ამ ზედა საფეხურზე გავრილოვის მხრიდან ასვლის მომენტში. ეს იყო ხარვეზი და ამას ჭირდება ჩაძიება როგორ უნდა მომხდარიყო ამის არიდება თავიდან. არის ასე ვთქვათ, მაკრო მენეჯმენტი კონკრეტული ღონისძიების, არის მიკრო მენეჯმენტი და აი იქ გაიპარა ზუსტად, როდესაც დაიძრა რუსი პრეზიდენტი ამ ასამბლეის, უმაღლესი ტრიბუნისაკენ. ეს არ უნდა მომხდარიყო, ეს არ უნდა დაშვებულიყო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო ძალიან მძიმე სანახავი თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის და რეაქცია საზოგადოების იყო აბსოლუტურად გასაგები და აბსოლუტურად სწორი. აქ არის საუბარი ოკუპაციაზე, რომელიც არის ეროვნული საკითხი, მგრძნობიარე საკითხი თითოეული ჩვენგანისთვის და აქედან გამომდინარე, როგორც პოლიტიკოსების მხრიდან, და თითოეულ მათგანს უნდა გადავუხადოთ მადლობა, რა თქმა უნდა, მყისიერი რეაქციისთვის, როგორც უმრავლესობიდან, ისედ ოპოზიციიდან და რა თქმა უნდა საზოგადოების წარმომადგენლებს უნდა გადავუხადოთ მადლობა. ეს არის დემოკრატიის მთავარი მონაპოვარი, როდესაც რაღაც ხარვეზი ჩნდება, მაშინვე რეაქცია არის მყისიერი.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას. აქ პასუხისმგებლობა უნდა გაირკვეს იმის მიხედვით, თ სად და რა დოზით გაიპარა ხარვეზი. ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს პასუხისმგებლობა. მე აქ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ადამიანს პარლამენტის მხარეს ჰქონდა გააზრებული ასეთი რამ, პირიქით, მთელი მოლაპარაკებები წარიმართებოდა და საკმაოდ რთული მოლაპარაკებები წარიმართებოდა, ესეც მინდა აღვნიშნო, ბერძენ კოლეგებთან, სამდივნოს წარმომადგენლებთან, თითოეულ დეტალთან დაკავშირებით. მათ შორის ამ მოდერაციის საკითხზე. არ იყო ეს მარტივი საკითხი, მუდმივად იყო განსხვავებული მოთხოვნები. შესაბამისად, მე აქ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, ნებსით მოქმედებას, თუმცა, თ სადმე იყო მენეჯმენტში გაპარული ხარვეზი, ამას დაჭირდება დამატებით გარჩევა და ამის საშუალება მექნება მე როგორც კი დავბრუნდები საქართველოში და ამის მიხედვით უნდა გან9ოსაზღვროს თ სად გადის პასუხისმგებლობის ზღვარი.

პარლამენტის თავმჯდომარე არის მენეჯმენტზე რა თქმა უნდა პასუხისმგებელი, თითოეული ღონისძიების. რა თქმა უნდა , კიდევ ერთხელ ვამბობ აქ უნდა გაიმიჯნოს მაკრო და მიკრო მენეჯმენტი. რაც შეეხება მაკრო მენეჯმენტს, ანუ საერთო დაგეგმვას ამ ღონისძიების, თავისი დეტალების ჩათლით, საერთო დაგეგმვაზეა საუბარი. იქ იყო წინასწარ ყველა ნიუანსი გათვლილი, აწონდაწონილი და შესაბამისი ზომები მიღებული. თუმცა, ამ ხარისხის იმპროვიზაციას, დავარქვათ სახელი და ეს იყო არა უბრალოდ იმპროვიზაცია, არამედ ეს იყო პროვოკაცია და ამ მასშტაბის პროვოკაციის წინასწარ გათვლა და წინასწარ ყოველგვარი განვითარებისთვის რეაქციის შემზადება არ არის მარტივი. როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიება ხორციელდება, იქ ყველანაირი ტიპის პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ რეაქცია იყოს მყისიერი და ეს რეაქცია ჩვენი მხრიდან, უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან და მათ შორის, ჩემი მხრიდან იყო მყისიერი. როგორც კი გავიგეთ ამ ფაქტის თაობაზე, ჯერ ერთი საჯარო განცხადება და მაშინვე, მყისიერად მოვითხოვეთ ჩვენ სესიის შეჩერება და ფორმატის რადიკალურად შეცვლა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930