22-06-2019
რუსეთის პრემიერმინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა, რომელმაც მოსკოვი ქვეყანაში საპროტესტო აქციების ორგანიზებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
დიმიტრი მედვედევის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ასეთი განცხადებები არაპროფესიონალურია და ის ან საქმის კურსში არ არის, ან ვითარებას ამახინჯებს.
რუსეთის პრემიერის თქმით, ზურაბიშვილისგან მსგავსი რიტორიკის მოსმენა სამწუხაროა. მისივე განცხადებით, ანტირუსული განწყობების გაძლიერების შემთხვევაში, მოსკოვი ტურისტებს მისცემს შესაბამის რეკომენდაციას, რაც საქართველოზე აისახება.
როგორც მედვედევი მიიჩნევს, საქართველოში არსებული მდგომარეობა რადიკალური ოპოზიციას და პროსახელისუფლებო ძალებს უკავშირდება.
მან ასევე იმედი გამოთქვა, ქართველი ხალხი არსებულ ვითარებაში გაერკვევა.