გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკადემიურ საკონსულტაციო კომიტეტში საზღვაო განათლებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხებზე იმსჯელეს

24-06-2019

საზღვაო საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესების, ქართველი მეზღვაურების დასაქმების კუთხით არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათიეფექტურად გადაჭრის მიზნით აკადემიური საკონსულტაციო კომიტეტის (Academic Advisory Committee - AAC) რიგით მესამე შეხვედრა დღეს სასტუმრო რედისონში გაიმართა.

შეხვედრას საზღვაო სასწავლებლებთან ერთად საკრუინგო და გემთმფლობელი კომპანიების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის „Columbia shipmanagement Ltd“, „Queensway Navigation“, „Oceangold Tankers Inc“, „Product Shipping & Trading S.A.“ უცხოელი წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები: IMO-ს ელჩი, კაპიტანითომა მიქელაძე და უფროსი მექანიკოსი, პროფესორი კახაბერ ხინთიბიძეც დაესწრნენ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საზღვაო სასწავლებლების წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაცია გასული შეხვედრიდან დღემდე განხორციელებულიცვლილებებისა და და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სიახლეების შესახებ.

კომიტეტის წევრები მიესალმნენ სააგენტოს ინიციატივას საზღვაო სასწავლებლების კურსდამთავრებულებისათვის საბაკალავრო პროგრამაში შეყვანილი საწვრთნელიკურსების აღიარებისა და დამატებითი კურსების გავლის გარეშე შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატების გაცემის თაობაზე. ერთხმად იქნა მოწონებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მეზღვაურების კომპეტენციის შეფასების ახალი კონცეფცია. გაკეთდა მეზღვაურების პორტალის პრეზენტაციაgeorgianseafarers.ge - საიტის მეშვეობით ქართველი მეზღვაურები შეძლებენ უშუალო კონტექტის დამყარებას გემთმფლობელებთან დასაქმების მიზნით.

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა და კომიტეტის წევრებმა საზღვაო განათლებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების აქტუალურ საკითხებზეიმსჯელეს.

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ განვიხილოთ არსებული გამოწვევები და ასევე გავაცნოთ საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი სიახლეები საზღვაო განათლებისა და დასაქმებით კუთხით. მისასალმებელია, რომ კომიტეტის წევრთა შემადგენლობა წელს კიდევ უფრო გაფართოვდა და დღეს გვესწრება ქართველი მეზღვაურების დამსაქმებელი კომპანიების უცხოელი წარმომადგენლებიც, რომელთა რეკომენდაციები და აზრის გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცახდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

აკადემიური საკონსულტაციო კომიტეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით შეიქმნა 2016 წელს დასააგენტოს, საზღვაო სასწავლო დაწესებულებების, საწვრთნელი ცენტრებისა და ქართველი მეზღვაურების ძირითადი დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებისკოორდინირებულ მუშაობას უზრუნველყოფს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930