24-06-2019
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში მოქმედი წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ალექსანდრემ (თანდილაშვილი) საქართველოში მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა.
ეკლესიის მრევლის მიერ გაღებული შეწირულობებით საქართველოში მყოფი მამა ალექსანდრე უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახს დაეხმარა.
სულ ცოტა ხნის წინ კი, ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ტაძრის წინამძღვარი და მრევლი საქართველოში, გუდამაყრის ხეობაში მოქმედ სკოლას, გლდანში არსებულ შშმ ბავშვთა სახლს, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ჟურნალისტს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ მარტოხელა დედას და ქუთაისში მცხოვრებ მცირეწლობან გოგონას დაეხმარნენ, რომელსაც ჯანმრთელობის ურთულესი პრობლემები აქვს და რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა.
აღსანიშნავია, რომ დაცლის პირას მყოფი გუდამაყრის ხეობაში მოქმედი სკოლა ერთადერთია, სადაც მომავალი თაობა ცოდნას ეუფლება.
ნიუ-იორკის წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი, მამა ალექსანდრე და ეკლესიის მრევლი, უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად, საქართველოში საქველმოქმედო აქციებს ახორციელებენ.