გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: ოპოზიციას ეძლევა შესაძლებლობა დაამტკიცოს რამდენად გულწრფელი იყო თავის მოწოდებებსა და ხედვებში

24-06-2019

ოპოზიციას ეძლევა შესაძლებლობა დაამტკიცოს რამდენად გულწრფელი იყო თავის მოწოდებებსა და ხედვებში. თუკი არ დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, ოპოზიციამ თავის ამომრჩეველსაც უნდა აუხსნას რატომ ეწინააღმდეგება ნულოვან ბარიერს, რაც ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების ხმას პარლამენტში“, - აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი მაია ცქიტიშვილი. 

ვიცე-პრემიერის თქმით, უახლოესი სესიის დასრულებისთანავე, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, საზოგადოებასთან, საარჩევნო სისტემით დაინტერესებულ ყველა ჯგუფთან, მმართველი ძალა დაიწყებს ღია დიალოგს, რათა მოხერხდეს ისეთ მოდელზე შეჯერება, რაც ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანებს უპასუხებს.

„თუ რომელიმე პარტიას აქვს არაკონსტიტუციური გზით ჩვენს ქვეყანაში ვითარების შეცვლის სურვილი და სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ, რომ ნამდვილად არიან ასეთი ძალები, რომელთაც მხოლოდ დამხობისა და რევოლუციის გზით შეუძლიათ მოქმედება, რა თქმა უნდა, ესეც გამოჩნდება და ნათლად დაინახავს საზოგადოება თუ რა ინტერესი ამოძრავებთ სინამდვილეში ამ ადამიანებს. ნამდვილად გაუჭირდება არამარტო ქართულ ოცნებას, არამედ ნებისმიერ სხვა ძალასაც, იმ ადამიანებთან დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდობას ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდენ და ცდილობდნენ, ის გულწრფელი პროტესტი, რაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გამოიწვია, წარემართათ მასობრივი არეულობისკენ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშილმა. 

ამის მიუხედავად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების“ სურვილია დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მაქსიმალური მონაწილეობით წარიმართოს, რადგან ეს საკითხი არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებსაც ეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930