გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი რომან გოცირიძეს: შენ მაინც გაჩუმდი, აქ რომ ელოდებოდი პარლამენტის შტურმით აღებას, მომღიმარი სახით რომ ელოდებოდი მელიას შემოვარდნას

24-06-2019

თქვენ პარლამენტის სასესიო დარბაზი შეარცხვინეთ. ამოგეწურათ მორალური საშვი, - ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემსაპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმართა. მან „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდა, დაანებონ დღის წესრიგს თავი და ის მოვლენები განიხილონ, რაც 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ განვითარდა.

„დღეს თქვენ ბიუროს სხდომაზე ვერ აგცდებათ იმაზე საუბარი, თუ რა მოხდა ამ დღეებში. ამიტომ ჩათრევას ჩაყოლა ჯობია. მოუხმეთ კეთილგონიერებას, თავი დაანებეთ პროცედურულ ჩხირკედელაობას და დავიწყოთ მთავარ საკითხზე საუბარი. შეწყვიტეთ ახლა ამ პროცედურებზე და რეგლამენტის სიწმინდის დაცვაზე საუბარი. რეგლამენტის სიწმინდე კი არა, პარლამენტის სიწმინდე ვერ დაიცავით. კომუნისტი გავრილოვი შემოათრიეთ აქ. თქვენ ის დარბაზი შეარცხვინეთ. ამოგეწურათ მორალური საშვი. იმ დარბაზში თქვენ საშვი არა გაქვთ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის ამ განცხადებას უმრავლესობის წევრების გაღიზიანება და სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„შენ მაინც გაჩუმდი, აქ რომ ელოდებოდი პარლამენტის შტურმით აღებას. მომღიმარი სახით რომ ელოდებოდი მელიას შემოვარდნას,“ - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა გოცირიძეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930