გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ნულოვანი ბარიერი მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შეუქმნის როგორც პარლამენტს გარეთ მყოფ პარტიებს, ასევე შესაძლო ახალ პოლიტიკურ ძალებს

24-06-2019

ნულოვანი ბარიერი ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შეუქმნის, როგორც დღეს საქართველოს პარლამენტს გარეთ მყოფ პარტიებს, ამავე დროს შესაძლო ახალ პოლიტიკურ ძალებს, რომელიც შეიქმნება ამ ისტორიული რეფორმის შედეგად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებული ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ახალგაზრდებისა და ახალი სახეების შესვლას მიესალმება. 

„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის ძალიან სასიხარულო იყო იმის დანახვა, რომ საქართველოში არიან მოტივირებული და ნიჭიერი ახალგაზრდები, ადამიანები, მოქალაქეები, რომლებიც არ იყვნენ ჩართული ქართულ პოლიტიკაში, მათ არ აქვთ ტვირთი თავისი წარსულიდან გამომდინარე, მაგრამ ამავე დროს, აქვთ ხედვა და რაც მთავარია აქვთ პასუხისმგებლობა იმისა, რომ მონაწილეობდნენ ქვეყნის მართვაში. პასუხისმგებლიანი მიდგომა ყველაზე მეტად აკლია ქართულ პოლიტიკას. აქედან გამომდინარე, ორმაგად უფრო მივესალმები ასეთი ადამიანების შემოსვლას ქართულ პოლიტიკაში და არა მხოლოდ ახალგაზრდების, არამედ ახალი სახეების. ეს არის საზოგადოების დაკვეთა, მე ამას ასე ვაფასებ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930