გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში სასწავლო წლის ბოლო შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა

27-06-2019

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში სასწავლო წლის ბოლო შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პედაგოგ რუსუდან მილიუტინის მოსწავლეებმა და მიმდინარე წელს ცენტრის ბაზაზე პირველად ჩამოყალიბებული საბალეტო სტუდიის აღსაზრდელებმა მიიღეს.


კლასიკური მუსიკის საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ხელოვნების ცენტრის დირექტორი ვეფხვია ვეფხვაძე, სამუსიკო სკოლისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა საფორტეპიანო ნაწარმოებები და საბალეტო სტუდიის ნორჩი აღსაზრდელების მიერ შესრულებული ცეკვები.


აღსანიშნავია, რომ მაისისა და ივნისის დღეები, ტრადიციულად, სამუსიკო სკოლის პედაგოგთა მუშაობის შემაჯამებელი კლასიკური მუსიკის კონცერტებით იყო დატვირთული.


მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრი ახალ სასწავლო წელს საინტერესო და მრავალფეროვანი სიახლეებით შეხვდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031