გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ მახარობლიძე: ნიკა მელია იგი ბრალდებულია და მისი ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ მხოლოდ საქმის განხილვის დასრულების შემდგომ, განაჩენის გამოცხადებისას გავიგებთ

27-06-2019

„დღეს ნიკა მელია არ დააკავეს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, ასევე დააკისრა დამატებითი ვალდებულებები, კერძოდ, საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; დამატებითი ვალდებულებების დაკისრების გარეშე სასამართლომ მიიჩნია, რომ სრულად ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი აღკვეთის ღონისძიების მიზნები“-ამის შესახებ სამართალმცოდნე, თსუ-ს პროფესორი თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ დამატებითი ვალდებულებების დაკისრების პირობებში, პრაქტიკულად ეს არის სწორედ (შინა)პატიმრობა.

აღკვეთის ღონისძიების შერჩევას კავშირი არ აქვს მის ბრალეულობასთან. იგი ბრალდებულია და მის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ მხოლოდ საქმის განხილვის დასრულების შემდგომ, განაჩენის გამოცხადებისას გავიგებთ“-წერს მახარობლიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930