გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია კობა ნარჩემაშვილს: არასწორია, როცა შენ ვერ შეძელი და მიშას ვარდი უეკლოდ მოაკრეფინე, სხვას ნუ აკრიტიკებ იმის გამო, რომ მან შეძლო

29-06-2019

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილს მიმართავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

,,მაქსიმალურად შევიკავებ თავს და ისე მივმართავ ბატონ კობა ნარჩემაშვილს.როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას - ის უნდა გადადგეს! არის თუ არა მინისტრის პირდაპირი მოვალეობა, რომ აღკვეთოს შტურმი? დიახ, არის! შესაბამისად, მინისტრი მაშინ კი არ უნდა გადგეს თუ ამ შტურმს მოიგერიებს, არამედ - მაშინ, თუ ვერ დაიცავს პარლამენტის შენობას. ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა ვერ შეასრულა თავისი ფუნდამენტური ვალდებულება და პარლამენტის შენობაში შეუშვა ხელებაწეული გავეშებული ხალხი, რის შედეგადაც მივიღეთ ხელისუფლების დამხობა, სისხლიანი 9 წელი, ტერიტორიების დაკარგვა და ყველა თანამდევი უბედურება.ცოტას თუ ახსოვს, ალბათ, რომ იმის მაგივრად, უპირობოდ გადამდგარიყო და ამით გამოეხატა პროტესტი ვერაცილებული გადატრიალების და გადამტრიალებლების მიმართ, ინტილეგენციის სამარცხვინო შეკრება მოაწყო ცხონებული ბორის წიფურიას და მსახიობი გია ბურჯანაძის მეთაურობით და სააკავშილ-ბურჯანაძეს ევედრა მათი პირით, დამტოვეთ მინისტრადო. მაგრამ მოღალატე მიშამაც არ გაიკარა და გამოაბუნძულა მინისტრობიდან.

კობა ნარჩემაშვილის არაეფექტურობას ვერანაირად ვერ ამართლებს მისი დაპატიმრება პანაშვიდზე, სადაც, ჩემი აზრით, ის შესაშვებიც არ გახლდათ. ამის საპირისპიროდ, მოქმედმა მინისტრმა გახარიამ თავისი ვალდებულება შეასრულა და თავიდან აგვაცილა ხელისუფლების დამხობა. ჰოდა, ახლა, როცა ნარჩემაშვილი მოუწოდებს გახარიას, გადადექიო - ეს მინიმუმ არასწორი მგონია. არასწორია, როცა შენ ვერ შეძელი და მიშას ვარდი უეკლოდ მოაკრეფინე, სხვას ნუ აკრიტიკებ იმის გამო, რომ მან შეძლო", - წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930