გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
STOP RUSSIA - 11 წლის გიორგი შეშაბერიძის მამალოები ქართული პროდუქტის ფორუმზე იყიდება

30-06-2019

 ,,თბილისი მოლში" აქცია ,,ქართულ დღეები" მიმდინარეობს, სადაც გასაყიდად ქართული პროდუქციაა გამოტანილი.


აქცია-გაყიდვაში გორელი გიორგი შეშაბერიძე საკუთარი ხელით დამზადებული მამალოებით მონაწილეობს. მამალოებს აწერია ,,STOP RUSSIA".


,,რაც მთავარია, ყველა ტურისტი მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას წარმოდგენილ პროდუქციაზე", - აღნიშნავენ ორგანიზატორები.


გიორგი შეშაბერიძემ მამალოების მომზადება ინტერნეტიდან ისწავლა. დღეში 700-მდე მამალოს აკეთებს და ყოველდღიურად გორის სხვადასხვა მაღაზიაში აბარებს, კვირაში რამდენჯერმე კი ბაკურიანისა და ბორჯომის მაღაზიებშიც ახერხებს თავისი პროდუქტის შეტანას.


11 წლის გიორგიმ ბიზნესის წამოწყება მას შემდეგ დაიწყო, რაც მშობლები სამსახურის გარეშე დარჩნენ, სახლი დაკარგეს და ოჯახი იძულებული გახდა ქირით გადასულიყო.





https://www.qartli.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930