2-07-2019
უიმბლდონის პირველ წრეში ამერიკელი ჩოგბურთელი ვინუს უილიამსი 15 წლის კორი გაუფმა დაამარცხა, რომელიც ასევე ამერიკელია.
შეხვედრა 1 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა და ანგარიშით 6:4 6:4 დასრულდა.
1991 წლის შემდეგ გაუფი ტურნირის ყველაზე ახალგზარდა მონაწილე გახდა, რომელმაც პირველ წრეში გაიმარჯვა.
შემდეგ რაუნდში ის სლოვაკ მაგდალენა რიბარიკოვას დაუპირისპირდება.
უიმბლდონი 1 ივლისს დაიწყო და 14 ივლისამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 38 მილიონი ფუნტი სტერლინგია.