გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: გახარიას პასუხისმგებლობა იყო დაეცვა საზოგადოება ძალადობრივი სცენარისგან და დაეცვა პარლამენტი შეჭრისგან

3-07-2019

„გიორგი გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობა, ცალსახად იყო, რომ დაეცვა საზოგადოება და სახელმწიფო ძალადობრივი სცენარისგან, დაეცვა პარლამენტი ამ ძალადობრივი შეჭრისგან - ეს არის მისი, როგორც მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა“ ,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ TV პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისი განცხადებით, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაა, ჩატარდეს გამოძიება და მიღებულ იქნას კონკრეტული ზომები.

„შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას თუ განვიხილავთ მისი პასუხისმგებლობა, როგორც მინისტრის, ცალსახად იყო, რომ დაეცვა საზოგადოება და სახელმწიფო ძალადობრივი სცენარისგან, დაეცვა პარლამენტი ამ ძალადობრივი შეჭრისგან. ეს არის მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როგორც მინისტრის. ასევე, თუ მისმა თანამშრომლებმა გადააჭარბეს ძალას, მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს და დააზიანეს მოქალაქეები, მისი პასუხისმგებლობა არის, რომ ამაზე იყოს გამოძიება და მან მიიღოს კონკრეტული ზომები, სადაც კითხვებს გაეცემა პასუხი.

ვინაიდან, საერთო ჯამში, საპოლიციო დანაყოფების მოქმედებებს ჩვენ ვადევნებდით თვალს და კითხვები გვაქვს კონკრეტულ შემთხვევებზე, იყო ეს ათი, ოცი თუ შესაძლოა მეტი შემთხვევა, ჩვენ ამ შემთხვევებზე, პარლამენტი და საზოგადოება, ველოდებით რეაგირებას. ჩვენ გვინდა რეაგირება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930