გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გრიგორი კარასინი: შევეცდებით უფრო უკეთესად გავუგოთ ერთმანეთს

3-07-2019

ერთ საათში ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყება. 

მოლაპარაკების დაწყებამდე რუსეთის წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა კომენტარი „ქრონიკასთან“ გააკეთა.

როგორც მან განაცხადა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ორმხრივ მოლაპარაკებებთან კავშირი არ აქვს. თუმცა რუსეთის ფედერაციამ თავის დაზღვევის მიზნით, საკუთარი მოქალაქეების დაცვა გადაწყვიტა. 

გრიგორი კასარასინის თქმით საქართველოში განვითარებული მოვლენები შიდაპოლიტიკური თემაა, რომელიც ანტირუსულ ფონზე მიმდინარეობს.

„შევეცდებით უფრო უკეთესად გავუგოთ ერთმანეთს, იმისათვის, რომ როგორმე გამოვიდეთ ამ არასახარბიელო სიტუაციიდან. ეს არასასაურველია ჩვენი ურთიერთობებისთვის და ამას როგორმე უნდა გადავაბიჯოთ. ორმხრივ ურთიერთობასთან ამას კავშირი არ აქვს. ეს არის საქართველოს შიდაპოლიტიკური თემა. მიდის პოლიტიკური ბრძოლა. მოდის არჩევნები. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს მიდიოდეს ანტირუსულ ფონზე. დემონსტრაციებმა, ანტირუსულმა განცხადებებმა და ლოზუნგებმა დაანგრიეს ყველაფერი. ჩვენ მოქალაქეების უსაფრთხოებას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ჩვენ ყოველი შემთხვევისთვის დავიზღვიეთ თავი“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის მიმდინარეობის დროს, გრიგორი კარასინის საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში ხილვამ საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, რასაც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში აქციების გამართვა მოყვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930