გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კუკავა სანიკიძეს: გივი თარგამაძესთან ერთად მიტინგზე უხერხულობას არ გრძნობ, სულს ამოგხდიო რომ გეძახდა? ან ბოკერიასთან?

3-07-2019

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძეს მწვავე შეკითხვებით მიმართა.

კახა კუკავას თქმით, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, თუ ვინ უვსებდა უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილს და ვის რა ხედვა აქვს კრიზისიდან გამოსასვლელად:
“ჩვენ რომ პროპორციული სისტემის გამო მივედით პრეზენტაციაზე, იქ რომ ჩუგოშვილი და კალაძე დაგხვდა და ამის გამო, თურმე, არ უნდა მივსულიყავით, ჩემი აზრით, ეს არის უპასუხისხმგებლობა და ექსტრემიზმი.

7 ნოემბრის შემდეგ, ბოკერიამ რომ დაგვარბია, რომ დაგვარბიეს, გვიწევდა პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი. ამ დარბაზშიც და ამ დარბაზის გარეთაც, მგონი იშვიათი გამონაკლისი ვარ ქართულ პოლიტიკაში, რომ ბიძინა ივანიშვილის ორბიტაზე არ ვყოფილვარ.

დღეს რომ ამაყად საუბრობენ, არც ამას მივიჩნევ სამარცხვინოდ, მაგრამ ვინ უვსებდა უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილს გვინახავს. ქართველი ხალხი უყურებს ამ ეთერს და შეუძლია დაინახოს, ვის რა ხედვა აქვს კრიზისიდან გამოსავლის. არის ორი კონცეფცია, ცეცხლზე წყალი დავასხათ თუ ცეცხლი ჩავაქროთ? ჩვენ თუ ცეცხლზე ნავთის დასხმა გვინდა, მიზეზს ყოველთვის გამოვნახავთ. ამ ქვეყანაში იყო სპექტრი, რომელიც ზვიად გამსახურდიას „ჩაუშესკუს“ ეძახდა და მასთან დაჯდომა როგორ შეიძლებაო ამბობდნენ.

ზვიადის წინააღმდეგაც კი, რომელიც მორწმუნე ქრისტიანი იყო, იყვნენ ადამიანები, ვინც ამას ამბობდნენ. ბოკერია რომ პრორუსულობაზე ილაპარაკებს, მოიკითხეთ, 1991 წელს, რუსეთის დაზვერვა დეპაევის ხელმძღვანელობით შემოიჭრა და დაამხო ხელისუფლება, კითხე ბოკერიას, კანონიერი ხელისუფლების გვერდით იდგა, თუ რუსეთის ჯარის გვერდზე აფრიალებდა დროშას. გივი თარგამაძესთან ერთად მიტინგზე არ გრძნობ უხერხულობას სულს ამოგხდიო რომ გიძახდა? არც ბოკერიასთან ყოფნა არ გიქმნის უხერხულობას? მარტო ირაკლი კობახიძეა პრობლემა?”, - მიმართა შეკითხვით კახა კუკავამ გუბაზ სანიკიძეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930