3-07-2019
ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“ -ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილებას განიხილავს. მისი აზრით სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეიძლება არ მოეწონოს, რის გამოც ის და „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩის აქციების შენარჩუნებას და „რუსთავი 2“ - ის დასაცავად გამოყენებას შეეცდებიან.
„18 ივლისს სტასუბურგის სასამართლომ შესაძლოა ნიკა გვარამიასთვის არცთუ ისე სახრბიელო გადაწყვეტილება გამოიტანოს. აქედან გამომდინარე ნაცმოძრობა და ნიკა გვარამი, როგორც მთავარი პროპაგანდისტ-მენეჯერი შეეცდებიან ქუჩის აქციები, რომლებსაც უკვე ნაცები და მათთან აფილრებული ადამიანები მართავენ მანამდე შეინარჩუნონ, მერე კი აქციები და პროტესტის სხდასხვა ფორმები რუსთავი-2 დასაცავდ გადაიტანონ ლოზუნგით "თავისუფალი სიტყვა განსაცდელშია" და ასე შემდეგ. ცხადია იქნება ყველანაირი მცდელობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ასრულების ხელისშესაშლელად და პროცესების პოლიტიკურ კონტექსტში გადასატანად. სავარუდოდ ესეც დიდი გეგმის ნაწილია“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.