გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლების ინტერესია ყველა ოპოზიციურ პარტიას მიეცეს არჩევნებში თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობა

3-07-2019

პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობამ უკვე შესთავაზა ოპოზიციას დიალოგი და თანამშრომლობა.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მმართველმა გუნდმა, დავარეგისტრირეთ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული საარჩევნო სისტემით, ე.წ. ბუნებრივი (ნულოვანი) ბარიერის პირობებში. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე შევთავაზეთ ოპოზიციას დიალოგი და თანამშრომლობა. \

ასევე, ცნობილია, რომ პარალელურ რეჟიმში შექმნილია ჯგუფი, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობს. ამ ჯგუფის საქმიანობაში ჩართულია ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო პარტნიორები, საპარლამენტო ოპოზიცია და არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი.

პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა იყოს რაც შეიძლება ფართო შეთანხმების საგანი და ყველა ოპოზიციურ პარტიას მიეცეს არჩევნებში თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამას მკაფიოდ ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილებაც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარების თაობაზე.

ამ ახალი მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში პოლიტიკური პარტიების ჩართულობა გაიზარდოს. ამ მიზნით, 8-10 ივლისის შეხვედრის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ ოპოზიციური პარტიების გაფართოებული შემადგენლობით", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930