გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორში სტაბილიზაციის , მშვიდობის და უსაფრთხოების მოთხოვნა აქვთ

3-07-2019

„მას შემდეგ, რაც ტურიზმის ინდუსტრია ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, პირადად მე, მთელი ჩვენი გუნდი პრემიერ-მინისტრისდავალებით, რეგიონებში დავდივართ და ვხვდებით სექტორს, განსაკუთრებით იმ ტურისტული მიზიდულობის ადგილებში, ვისაც ყველაზედიდი რისკი დაუდგა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში, მცირე და საოჯახოსასტუმროების მფლობელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, ტურიზმის ინდუსტრია წლის ბოლომდე 1 მილიონ რუს ტურისტს ელოდებოდა, თუმცა ახლა მათი ჩამოსვლის საკითხიკითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

 

ნათია თურნავას განცხადებით, სხვა რეგიონებში ბოლო დროს გამართული შეხვედრების მსგავსად, ქუთაისში გამართული შეხვედრის მიზანი  იყო, ადგილობრივი ტურისტული ბიზნესისგან მოესმინა მათი მოთხოვნები, რათა სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში გამართულიშეხვედრების შედეგების შეჯამება და შემდგომი სამოქმედო გეგმის შემუშავება მოხდეს.

 

„მოთხოვნები სამი მიმართულებით ისმის: პირველი მოთხოვნაა, რომ მოხდეს სტაბილიზაცია, იყოს მშვიდობა და ამის შესახებ მესიჯი კიდევერთხელ მივაწოდოთ მთელ მსოფლიოს - რომ საქართველო იყო, არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ტურიზმისთვის. მეორე მიმართულებააფინანსური პრობლემები, რაც ბიზნესს დაუდგა, ესაა ბანკის სესხები, სხვადასხვა გადასახადები, ის შემოსავალი, რომელსაც ისინი მიიჩნევდნენ, რომ მიიღებდნენ ამ სეზონზე და რომელიც შეიძლება ვერ მიიღონ ამ გართულებული ვითარების გამო. მესამე მიმართულება,  რომელიც ძალიანმკაფიოდ გამოიკვეთა - ბიზნესი, სასტუმროები, ოჯახები ითხოვენ, რომ დივერსიფიკაციასა და სხვა მიმართულებებზე მუშაობასთან ერთადმაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მათ შორის რუსი ტურისტიც არ წავიდეს ქვეყნიდან და ჩვენს ბაზარზე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, სწორედ ეს სამი მიმართულებაა ის დავალება, რომელიც მოდის ტურიზმის ინდუსტრიიდან, მცირესასტუმროებისგან, ტუროპერატორებისგან და  რიგითი ადამიანებისგან და მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო  აქტიურად მუშაობს მათმოგვარებაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930