გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფეისბუქის მუშაობის შეფერხებამ ხელოვნური ინტელექტის მუშაობის სპეციფიკა გამოავლინა

4-07-2019

Facebook-ის შუშაობაში მასშტაბურმა შეფერხებამ, კონკრეტულად კი ფოტოების პრობლემამ გამოააშკარავა როგორ ნიშნავს („თაგავს“) ვიზუალურ მასალას სოცქსელი. 


3 ივლისს Facebook-ის გაუმართავი მუშაობის დროს არ ჩანდა ფოტოები, სამაგიეროდ ჩვენი თვალისთვის ხილული იყო თეგები, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი თითოეულ ფოტოს ანიჭებს.


„სურათზე ასახულია: ადამიანები სხედან, ხალხი ცეკვავს, ქორწილი“, - ფოტოს შესაბამისად ამ და სხვა ტიპის თეგები ჩანდა თითოეულ ფოტოზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.


სოციალური ქსელი 3 ივლისს გაუმართავად მუშაობდა. ხარვეზებით მუშაობდა Facebook-ის კუთვნილი Instagram-ი და WhatsApp-ი.


Facebook-მა გამართულად მუშაობა თბილისის დროით გამთენიისას, 04:00 საათზე განაახლა.


მანამდე, Facebook-მა თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეფერხება მარტში განიცადა.




https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930