4-07-2019
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ნიკა მელიასთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
კახა კალაძე თვლის, რომ ყველამ, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, პასუხიც უნდა აგოს თავის დანაშაულზე.
“ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, ბუნებრივია ყველამ უნდა აგოს პასუხი. ადამიანურად, ადამიანის ციხეში წასვლა არავის არ უხარია და არავისთვის არ არის ეს სასიამოვნო. ნიკა მელია ჩვეულებრივად აკეთებს განცხადებებს, ჩვეულებრივად საუბრობს ტელევიზიასთან, რა პრობლემას წარმოადგენს სამაჯური. მე როგორც მოვისმინე, სხვა მიზნით არის გაკეთებული სამაჯური. რაღაც ახსნა განმარტება მოვისმინე და არა მგონია ამ მხრივ მას პრობლემა შეექმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, დამატებითი კონტროლისთვის, ნიკა მელიას სააპელაციო სასამართლომ ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა.