გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
აზერბაიჯანული პრესა: ვინ დაუშვა ყარაბაღელი სეპარატისტების გამოფენა თბილისში?

22-12-2017

"თბილისში, სომხური ეკლესიის ცენტრ „არატუნში“ გამოფენა გაიხსნა, რომელზეც ე.წ. „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრებია გამოფენილი. გამოფენის გახსნის ცერემონიაში მონაწილება მიუღია სომხეთის დიაპორის სამინისტროს, სომხეთის საელჩოს საქართველოში, ასევე თბილისის სომხური ეკლესიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს"-ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა «Новое время» წერს.

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

ბუნებრივია, იბადება კითხვა: რასთანაა დაკავშირებული ასეთი უპატივცემულობის გამოვლენა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი? გარდა ამისა, საინტერესოა, გააფრთხილა თუ არა საქართველომ თავისი მოქალაქეები, რომ მსგავს [ანტიაზერბაიჯანულ] სეპარატისტულ შეკრებებში მონაწილეობა დაუშვებელია? მართალია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ეს ღონისძიება, რადგან თბილისმა მშვენივრად იცის, თუ რას ნიშნავს სეპარატიზმი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითზე. საქართველოში ისიც კარგად იციან, რომ სეპარატისტებთან ურთიერთობა კარგის მომტანი არ არის. ქართველები მშვენივრად აცნობიერებენ აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის მიზეზებს. შესაბამისად, თბილისს არაერთხელ განუცხადებია თავისი მხარდაჭერა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი. დიახ, ეს ყველაფერი კარგია და ამ ფონზე ვხედავთ, რომ საქართველოს დედაქალაქის ცენტრში ყარაბაღელი სეპარატისტები ღონისძიებას აწყობენ.

ალბათ, საჭიროა იმის აღნიშვნა, რომ დღემდე არცერთი აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, საზოგადოებრივი მოღვაწე, მწერალი, პოეტი და უბრალოდ, მოგზაურობის მოყვარული არ ჩასულა არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში. არადა, აფხაზეთის ბუნება, გაგრა და ბიჭვინთა ძალიან მიმზიდველია. და რატომაც არ ჩადიან აზერბაიჯანელები აფხაზეთში, ამის ახსნა ძნელი არაა: იმიტომ არ ჩავდივართ, რომ ჩვენ მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმით ვცემთ პატივს საქართველოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930