გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლოკარნოს კინოფესტივალზე გიორგი ვარსიმაშვილის ფილმის პრემიერა გაიმართება

5-07-2019

ლოკარნოს კინოფესტივალზე რეჟისორ გიორგი ვარსიმაშვილისა და მისი უცხოელი კოლეგების ფილმის პრემიერა გაიმართება. ჩვენება 16 აგვისტოსაა დაგეგმილი.


ინფორმაციას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.


ფილმი 15 ნოველისგან შედგება, რომელზეც 15 რეჟისორი შვეიცარიის მთებში მუშაობდა.


ერთ-ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „არჩევანი“ ქართველ რეჟისორ გიორგი ვარსიმაშვილს ეკუთვნის. ფილმი გიორგი ცხვედიანის სცენარის მიხედვით არის შექმნილი.


გიორგი ვარსიმაშვილთან ერთად ფილმზე იმუშავეს რეჟისორებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მექსიკიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან და ფილიპინებიდან.



https://imedinews.ge/ge/


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930