გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია აქციის სხვადასხვა ეტაპებზე გაკეთებული მთელი რიგი ჰომოფობიური შინაარსის განცხადებები

9-07-2019

„მთავარია, ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ გვქონდეს და ყველას გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული ერთი კონკრეტული მიზეზის გამო - ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა და მსგავსი მოვლენები შეიძლება აწყობდეს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის მტერს და შესაბამისად, ამაზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა იგრძნოს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა და სხვა დაჯგუფებების ხელმძღვანელებმა და ლიდერებმა“- განაცხადა ტვ პირველის ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ აქციები პარალელურად რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს, შესაბამისად, პოლიციას უწევს დაყოს თავისი ძალები, რომ ყველა ადგილას უზრუნველყოს უსაფრთხოება და ეს მარტივი არ არის. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პირმა, რომლებიც აორგანიზებენ, მართავენ, ან სათავეში უდგანან ამ პროცესს, იგრძნონ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ასეთ ვითარებაში აქციის გამართვას და ამ პროცესში ნებისმიერი მონაწილის უსაფრთხოებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს არის პირველ რიგში მათი პასუხისმგებლობა. იმედია, რომ ამ პასუხისმგებლობას ყველა აცნობიერებს“ - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის მიუღებელია პარლამენტის წინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე აქციაზე გაკეთებული ჰომოფობიური შინაარსის განცხადებები. 

„პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია აქციის სხვადასხვა ეტაპებზე გაკეთებული მთელი რიგი ჰომოფობიური შინაარსის განცხადებები. მიუხედავად ამისა, რუსთაველის და პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია არავის პირადი და კერძო საკუთრება არ არის. შესაბამისად, სახელმწიფოს გამოწვევა სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა თავისი აზრის გამოხატვა მშვიდობიანად შეძლონ. თუ ამ მშვიდობიანობის ზღვარს გადავლენ, შემდგომ უკვე დადგება პასუხისმგებლობა. პოლიცია და სახელმწიფო ამას ცდილობს ამ ეტაპზე’ - განაცხადა ჩუგოშვილმა 

რაც შეეხება იმ აქციას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვდა, ჩუგოშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას 19 დღეს იცავს და ამ ხნის განმავლობაში არანაირ ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია.

„ქვეყანაში რა ხდება, ამაზე პასუხისმგებელი ყველა ერთად ვართ - ხელისუფლებაც, მედიაც, მოვლენებს როგორ აშუქებს, ოპოზიცია და პარტიებიც, ის ადამიანებიც ვინც ქუჩაში დგანან და თითოეული მოქალაქე. ეს პასუხისმგებლობა ყველამ ერთიანად უნდა ვიგრძნოთ, იმიტომ რომ ნაწილი ჯგუფების თუ პარტიების ვერ ისვენებდეს, სანამ რაღაც უბედურებას არ დაატრიალებს და მერე იძახდეს, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, ეს არის უპასუხისმგებლო მიდგომა და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930