გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი: არჩევნების გარდა არაფერი არ არსებობს ქვეყნისთვის მშვიდობის მომტანი

9-07-2019

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენო უმრავლესობის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოში უკანასკნელი დღეების მანძილხე განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. ვიცე-სპიკერის განცხადებით, იყო მცდელობა კვლავ რუსეთის თემის გამოყენებით მომხდარიყო საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება.


„ესეც არ იკმარეს და აიღეს და ახალი თემა შემოიტანეს, ლგბტ პრაიდის მიერ ღონისძიების ჩატარება. საქართველოს ხელისუფლება კანონით ვალდებულია დაიცვას ყველას უფლებები, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, მათ შორის, განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაუპირისპირდნენ ამას, კიდევ ერთი ჯგუფი საზოგადოების. საკმაოდ სერიოზული, სტრატეგიულად გათვლილი გეგმაა, რომელსაც ვერ მიუდგები სამართლებრივი მხრიდან და პრაქტიკულად, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს, არავინ არ მინდა დავამცირო, პირიქით, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ, ნელნელა გადასული აზრის გამოხატვის თავისუფლებაში, დაკლდა ის მუხტი, რასაც ნაცმოძრაობა დიდი ხანია უკვე საქართველოს წინააღმდეგ გეგმავს. რთული ვითარებაა, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთთან. უნდათ დაბრალონ, რომ გამოსული არიან ძალები, რომლის უკანაც დგას სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელსაც წარმოუდგენელი პროგრესი აქვს დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის’,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ეს არის სიმახინჯე და ამ სიმახინჯეს რაც უფრო მალე დაინახავს საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი, ვიდრე ახლა დგას რუსთაველზე, იქნება უკეთესი. მისივე თქმით, „არჩევნების გარდა არაფერი არ არსებობს ქვეყნისთვის მშვიდობის მომტანი“.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930