გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გალტ & თაგარტმა ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარი გამართა

9-07-2019

გალტ & თაგარტმა თბილისის მერიასთან პარტნიორობითა და  ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით მცირე და

საშუალო განთავსების ობიექტებისთვის სემინარი გამართა. სემინარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა: ტურიზმის და სასტუმროების, მათ შორის მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების მიმოხილვა, ფასების დინამიკა, კონკურენცია, ტურისტული ელექტრონული პლატფორმები, ასევე, სასტუმროების პოზიციონირება, კრიზისების მართვა, საბანკო პროდუქტებისა და დაფინანსების ხელმისაწვდომობა.

 

„გალტ & თაგარტი წლების განმავლობაში აქტიურად ფარავს საქართველოს ტურიზმის სექტორს და მუდმივად აწვდის ბაზარს უახლეს ინფორმაციას ტურიზმში მიმდინარე ტენცენციებსა და მოლოდინებზე. გალტ & თაგარტის კვლევებს და პროგნოზებს ფართო გამოყენება აქვს როგორც საქართველოში, ისე უცხოელ ინვესტორებში. ამჯერად, თბილისის მერიის მხარდაჭერით გალტ & თაგარტმა  ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მცირე და საშუალო კომპანიებს წარუდგინა პრეზენტაცია სექტორში არსებულ მდგომარეობასა და მოლოდინებზე რუსეთის სანქციებიდან გამომდინარე. პრეზენტაცია ასევე მოიცავდა შესადარისი ქვეყნების მაგალითებს და შედარებით პატარა სასტუმროების განვითარების დინამიკას“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

„ქალაქ თბილისის მერიის ერთ-ერთი მიზანია, რომ ტურისტების ზრდასთან ერთად, გაუმჯობესდეს მათი მომსახურების ხარისხი. სწორად ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დღეს ჩაგვეტარებინა სემინარი ამ დარგში მომუშავე კომპანიებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მათთან ერთად განვიხილავთ თუ რა გამოწვევები არის დღეს ბაზარზე და როგორ შეიძლება ე.წ კრიზისულ პერიოდებში დავძლიოთ ეს გამოწვევები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ.

მცირე და საშუალო განთავსების ობიექტებისთვის გამართულ სემინარზე საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია თუ როგორ უნდა გამოიყენონ ბიზნესებმა თანამედროვე ციფრული მარკეტინგული არხები ტურისტების მოსაზიდად და რა ფინანსური შესაძლებლობები და პროდუქტებია ხელმისაწვდომი  სექტორის მოთამაშეებისთვის.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930