გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროტურნირების შესარჩევი ეტაპის 2 შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან

9-07-2019

9-12 ივლისს, მთელი ევროპის მასშტაბით უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები გაიმართება.


ევროტურნირების შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.


9 ივლისს, ფინეთის ჩემპიონი “ჰიკი” საკუთარ მოედანზე ფარერის კუნძულების ჩემპიონს, “ჰავნარს” უმასპინძლებს. შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მას ასისტენტობას ზაზა ფიფია და ლევან თოდრია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, დავით ხარიტონაშვილია. უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ჰელსინკის სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.


უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი მსაჯები 10 ივლისს იმსაჯებენ. პოდგორიცას სტადიონზე ადგილობრივი “ზეტა” უნგრულ “ფეჰევარს” უმასპინძლებს. შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია იქნება, ასისტენტები დავით ჩიგოგიძე და ზაზა მენთეშაშვილი, მეოთხე მსაჯი კი, გოგა კიკაჩეიშვილი. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.



https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930